ბერლინის სკოლამ მასწავლებელს ჯვრის ტარება აუკრძალა

ბერლინის სახელმწიფო სკოლის მასწავლებელს სკოლაში ჯვრის ტარება აუკრძალეს – ბერლინის გაზეთებს ადგილობრივმა მღვდელმა აცნობა. მამა კარსტენ მინკნერის თქმით, მასწავლებელმა მას სკოლის დირექტორის წერილობითი გადაწყვეტილება აჩვენა. მედია ავრცელებს, რომ მომხდარის შესახებ ადგილობრივმა სინოდმა გამოძიება დაიწყო.
სკოლის ადმინისტრაციამ მასწავლებელს ყელსაბამიდან ჯვრის მოხსნა კანონზე დაყრდნობით მოსთხოვა, რომელიც სახელმწიფო მოსამსახურეს უკრძალავს სამსახურში რელიგიური სიმბოლოებით სიარულს – Berliner Zeitung-ი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიაბიტურიენტები ირჩევენ ტექნიკურ უნივერსიტეტს
შემდეგი სტატიამალალა იუსუფზაი გაეროს ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩია