ბერლინის შესაძლო ტერორისტი აშშ-ს სპეცსამსახურებისთვის ცნობილია

ბერლინის ტერაქტის მოწყობაში მთავარი ეჭვმიტანილი, ტუნისის მოქალაქე, აშშ-ს სპეცსამსახურებისთვისაც ცნობილია. მას შეიძლებოდა ისლამისტებთან ჰქონოდა კავშირი – The New York Times-ი ავრცელებს.

ტუნისელი ანის არმი ადრე ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციას ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების შესახებ და შესაძლებელია, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ჰქონდეს კავშირი -წერს გამოცემა.

ამერიკის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, რომელიც ანონიმურად დარჩა, ამრიმ, მინიმუმ ერთხელ მაინც გამოიყენა Telegram-ი ტერორისტებტან კავშირზე გასასვლელად.
გარდა ამისა, ტუნისელი იმ “შავ სიაში” იყო, რომელთაც აშშ-ს ტერიტორიებზე თვითმფრინავით გადაადგილება აკრძალული აქვთ. გამოცემა არ აკონკრეტებს, ზემოთაღნიშნული ინფორმაცია რა პერიოდს ეხება.
გერმანულმა პოლიციამ ტერორისტის დოკუმენტები სატვირთოში იპოვა, რომლითაც ბოროტმოქმედმა საშობაო ბაზრობაზე ხალხს გადაუარა, რომლის შედეგადაც 12 გარდაიცვალა, ათობით კი დაშავდა, მათ შორის, 18 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

banner
წინა სტატიაშიგაეროს კომისიას სირიის კოლონაზე თავდამსხმელი არ დაუსახელებია
შემდეგი სტატიასირიის ქალაქ ალ-ბაბში “ისლამური სახელმწიფოს” 138 ბოევიკი განადგურებულია