“ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, კიდევ რომ გვესმის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია, ძალიან არაადამიანურია”

ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, კიდევ რომ გვესმის ხელოვნური ბარიერების მოწყობის და ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია, ძალიან არაადამიანურია, – ასე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ყარაფილასთან უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის განხორციელებას.

მისი თქმით, რაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ხორციელდება, მახინჯი და არასწორია.

„30 წლის შემდეგ, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, კიდევ რომ გვესმის ინფორმაცია ხელოვნური ბარიერების მოწყობის და ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების შესახებ, ეს ძალიან არაადამიანურია. ჩვენ ვაკვირდებით გამყოფ ხაზთან მიმდინარე პროცესებს. რაც ცხინვალის რეგიონში ე.წ. ხელმძღვანელობის მხრიდან ხორციელდება, მახინჯი და არასწორია. ვხედავთ უფლებების დარღვევის და ადამიანების მძიმე მდგომარეობის ფაქტებს. ვაფიქსირებთ, რომ ცხინვალში ასეთი ქმედებები შეინიშნება. დაკვირვებას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ელჩმა.

კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო სამუშაოები განაახლა.

banner
წინა სტატიაშიაშშ კორუმპირებული ჯანმოსთან თანამშრომლობას არ აპირებს
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი – პრემიერის დავალებით, 18 წლამდე ბავშვებისთვის 200 ლარიანი კომპენსაციის გაცემის პროცედურა დაიწყო