2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა

ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტმა დღეს მუშაობა დროებით შეაჩერა.

მედიის ცნობით, ამის მიზეზი ძლიერი ყინვის შედეგად ასაფრენი და დასაფრენი ბილიკების მოყინვა სახელდება.

მათივე ინფორმაციით, გაურკვეველია, როდის განაახლებს აეროპორტი მუშაობას.

„ამინდის პირობების გამო, ამჟამად აფრენა და დაშვება შეუძლებელია“, – ნათქვამია აეროპორტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აეროპორტის პრესსპიკერი მგზავრებს ურჩევს, აეროპორტში მოსვლამდე რეგულარულად შეამოწმონ ფრენების სტატუსი.

ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტი ქვეყანაში სიდიდით მესამეა.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭო წევრი ქვეყნებისგან უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ითხოვს
შემდეგი სტატიათიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალ თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის