„ბერლინი, უბრალოდ, ანებებს უკრაინას“ – გერმანიაში უკრაინის ელჩი ქვეყნის კანცლერს აკრიტიკებს

უკრაინის ელჩი გერმანიაში ანდრეი მელნიკი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გემრანიის კანცლერ ოლაფ შოლცის გამოსვლას მწვავედ აკრიტიკებს. მელნიკის თქმით, კიევში იმედოვნებდნენ, რომ ამ გამოსვლაში მოისმენდნენ, თუ რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს გერმანიის მმართველი კოალიცია, რათა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას ომის მოსაგებად.

„ცხადია, ლიდერობისა და გამბედაობის ნაკლებობაა. სამხედრო თვალსაზრისით, ბერლინი, უბრალოდ, ანებებს უკრაინას”, – თქვა მელნიკმა.
ელჩის განცხადებითვე, „სამწუხაროდ, უკრაინელებისთვის არ ყოფილა გამამხნევებელი სიგნალები ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მნიშვნელოვან საკითხზე.“

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში
შემდეგი სტატიასაქართველო მზადაა და იმსახურებს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ჩვენი პარტნიორები საქართველოს ევროპულ ოჯახში ხედავენ – ილია დარჩიაშვილი