ბერლინი რუსულ “გრუს” კიბერშეტევაში ადანაშაულებს

სხვა ქვეყნებთან ერთად, 5 ოქტომბერს გერმანიამაც დასდო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მთავარ სამმართველოს, ე.წ. “გრუს”, მასშტაბურ კიბერშეტევაში ბრალი.

გერმანიის მთავრობა “ვარაუდით, რომელიც თითქმის დარწმუნებას ესაზღვრება, თვლის, რომ ჰაკერული ჯგუფი APT28 -ს უკან რუსული “გრუს” სპეცსამსახურები დგანან – მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა ბერლინში თქვა. პოლიტიკოსის განცხადებით, მისი შეფასება დაფუძნებულია “საკუთარ კარგ წყაროებზე და შეგროვებულ ფაქტებზე, გარდა ამისა, ბერლინი სრულებით ენდობა ნიდერლანდების უწყების მონაცემებს – თქვა მთავრობის წარმომადგენელმა.

გერმანია “გმობს საერთაშორისო ორგანიზაციებზე მსგავს შეტევებს” და “რუსეთს მოუწოდებს აღიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს მსგავსი მოქმედებები” – “დოიჩე ველე” შტეფან ზაიბერტის სიტყვებს ციტირებს.
უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე მსგავსი განცხადებებით გამოვიდნენ ბრიტანეთი, ნიდერლანდები, კანადა.

banner
წინა სტატიაშისაუდელი პრინცი ნავთობროდუქტების ბაზრიდან რუსეთის და ჩინეთის გასვლას პროგნოზირებს
შემდეგი სტატიანობელის პრემია მშვიდობის დარგში კონგოელ გინეკოლოგს და ისლამისტების ყოფილ მძევალს მიანიჭეს