ბერლინი ქერჩის სრუტეში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია

გერმანიის მთავრობაში “ძალიან დიდი განგაშით მიიღეს შეტყობინება ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომელიც უკრაინას და რუსეთს ყოფს”. ასე დაიწყო პრეს-კონფერენცია 26 ნოემბერს გერმანიის კანცლერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა. მან თქვა, რომ ბერლინი ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას და ორივე ქვეყანას მოუწოდა თავშეკავებისკენ და სიტუაციის დეესკალაციისკენ. კანცლერის წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ მომხდარი ამა თუ იმ მხარის ბრალია, თუმცა, არსებული ფაქტების გაანალიზებისას აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენება გამართლებული არ არის. “რუსეთს მოვუწოდებთ დააბრუნოს დაკავებული გემები და გაანთავისუფლოს დაჭერილი მეზღვაურები” – განაცხადა ზაიბერტმა. ამავე დროს, მან კიევს მოუწოდა ქერჩის ინციდენტის პასუხად არ შემოიღოს საომარი მდგომარეობა ქვეყანაში, რაც კონფლიქტის მომავალ ესკალაციას შეუწყობს ხელს – “დოიჩე ველე” წერს.

რამდენიმე საათის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა შემოიღო.

banner
წინა სტატიაშირუსეთი უკრაინისთვის დაკავებული მეზღვაურების და გემების დაბრუნებაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიაპოროშენკომ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა