ბერლინი პოტენციური ტერორისტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს

გერმანიის იუსტიციის და შს სამინისტროები შეთანხმდნენ გაამკაცრონ ზომები პოტენციური ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ – წერს “დოიჩე ველე”.
შეთანხმებას, ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ მიაღწიეს – დღეს ტომას დე მეზერემ და ხაიკო მასმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს.
აღნიშნული პირების სადეპორტაციო დაკავება მოხდება. ასევე, იგეგმება დაკანონდეს აღნიშნული პირების წინააღმდეგ ელექტრონული ხელბორკლების გამოყენება და თავშესაფრის უფლების ჩამორთმევა.
გერმანიის სპეცსამსახურებს ისლამისტი ტერორისტების სიაში 548 ადამიანი ყავთ, რომელთან ნახევარი აღმიშნული მომენტისთვის გერმანიაში არ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 19 დეკემბრის ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშითურქულმა პოლიციამ სავარაუდო მკვლელი დახვრიტა
შემდეგი სტატია(Video) სასტიკი მკვლელობები აფხაზეთში