ბერლინი მინსკს პროტასევიჩის ვიდეოს გამო საყვედურობს

ბერლინი კატეგორიულად გმობს Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებას, მის ბორტზე მყოფი რომან პროტასევიჩის დაკავებას და შემდეგ ინტერნეტში ე.წ. აღიარებების ვიდეოს – მთავრობის ოფიციალურმა წარმომდგენელმა შტეფან ზაიბერტმა 26 მაისს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან გაიხსენა, რომ ბრიუსელში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ევროკავშირის ქვეყნების სხვა მეთაურებმა “არაორაზროვნად და ცალსახად მოახდინეს რეაგირება ამ უპრეცენდენტო მოვლენაზე თვითმფრინავის იძულებით დასმასთან და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტისა და მისი მეგობრის გატაცებასთან დაკავშირებით”.

ბერლინი ასევე გმობს “ბელორუსის ხელისუფლების ამაზრზენ ფინთს – საზოგადოებას საკუთარი ტყვეები წარუდგინოს, რომლებიც თითქოსდა აღიარებებს აკეთებენ, სახეზე კი ცემის და სასტიკი მოპყრობის დამალული კვალი ატყვიათ” – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.

24 მაისს ბელორუსის სახელმწიფოებრივ არხზე აჩვენეს ვიდეო, სადაც დაკავებული ჟურნალისტი ამბობს, რომ “დედაქალაქში მასობრივი არეულობების ორგანიზებისთვის ჩვენებებს აძლევს”.
ვიდეოში პროტასევიჩი ამბობს, რომ მინსკის N1 იზოლატორში იმყოფება და მას ყველანაირი კანონის დაცვით ექცევიან. დაკავებულის მამა დმიტრი პროტასევიჩი ამბობს, რომ საკუთარი შვილის “აღიარება” გააანალიზა და თვლის, რომ მისი შვილი ნაცემია, მისი მოქმედებები კი არაბუნებრივი – უკრაინული eurointegration-ი წერს.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ.

ბლოგერთან ერთად დაკავებული რუსეთის მოქალაქეს, რომელიც რომან პროტასევიჩთან ერთად ტელეგრამ-არხ “ნეხტას” თანადამფუძნებელია, გუშინ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებლობის დღეს, ლევან ვასაძე მოსკოვში ალექსანდრე დუგინს ხვდება
შემდეგი სტატიაშვეიცარიის მთავრობას არ გაუფრთხილებია ბელორუსი თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ