ბერლინი და პარიზი სკრიპალის გამო რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებს ათანხმებენ

გერმანია და საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ათანხმებენ ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ლონდონთან ახლოს ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის გამო. “ჩვენ გვსურს კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, ეს ჩვენი საპასუხო რეაგირება იქნება” -განაცხადა ანგელა მერკელმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე , რომელიც ევროკავშირის სამიტის შემდეგ ბრიუსელში დღეს ჩატარდა.
“ჩვენ, ყოველშემთხვევაში, გერმანია და საფრანგეთი ერთ აზრზე ვართ, რომ ევროკავშირის ელჩის მოსკოვიდან გამოწვევა აუცილებელია” – თქვა მერკელმა და დაამატა, რომ გაერთიანების სხვა ქვეყნებიც ასევე, შეუერთდებიან სანქციებს.

ახალი სანქციები, შესაძლებელია, უკვე 26 მარტს დაიწყოს. ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეუერთდებიან სანქციებს “ერთზე მეტი იქნება, მაგრამ არა მგონია, ყველა შეუერთდეს”
სერგეი სკრიპალი და მისი ქალისვილი ბრიტანეთთან ახლოს 4 მარტს ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. ისინი დღემდე კომაში არიან.

banner
წინა სტატიაშიპორტონ-დაუნის ხელმძღვანელი: “ნოვიჩოკის” ბრიტანეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის შანსი არ არსებობს
შემდეგი სტატიააშშ-ს გენერალი: “თალიბანს” რუსეთი ამარაგებს