ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლის მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მამაკაცი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

banner
წინა სტატიაშირატომ ეშინია ოპოზიციას ირაკლი ოქრუაშვილის
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: აქციით ალიანსი ერთგვარად ცდილობს ე.წ. ანტიტრატრამპისტების წინააღმდეგ აქტივობებს, რითიც პარალელურად ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციის ლოიალობისა და მხარდაჭერის მიღებას