ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოებისმიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით, ამჯერად, ისნის რაიონში, ბერიგაბრიელ სალოსის გამზირი მოირეცხა. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს„თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისმართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. თბილისის მერმა საგანგებოსიტუაციების მართვის სამსახურსა და „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულთანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ აღნიშნული პროექტის განხორციელება რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ.მთელი ქალაქის მასშტაბით, ანალოგიური ხსნარებით, დაახლოებით, 50ძირითადი ქუჩა დამუშავდება. რა თქმა უნდა, კორონავირუსს მხოლოდ ეს ვერდაამარცხებს, თუმცა ვფიქრობ, მსგავსი პროექტის განხორციელება გარკვეულიპრევენციული ღონისძიების სახით, მნიშვნელოვანია. ქუჩების დეზინფექციასთანმიმდევრულად, ყოველდღიურ რეჟიმში მივყვებით. გაწეული საქმიანობისთვისშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და „თბილსერვის ჯგუფის“თითოეულ თანამშრომელს მადლობას ვუხდი“, – განაცხადა კახა კალაძემ. გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებითხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვისსამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივადმუშავდება. დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა დამელიქიშვილის ქუჩებს, შემდეგ „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარეტერიტორიას, ასევე, ქავთარაძის ქუჩას და ყაზბეგის გამზირს, გლდანის რაიონშიარსებულ რამდენიმე ქუჩას და წერეთლის გამზირს ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე,ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექციაჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებკონტეინერებს.გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოებს თბილისისმერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიStopCoV ფონდიდან დასაფინანსებელი საჭიროებები მიხეილ დაუშვილმა და სოზარ სუბარმა გუბერნატორებთან ერთად განიხილეს
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს