ბერგულ ვარანი: პატიმრობისას თმები ძირიანად დამაგლიჯეს და ″მეჰთერის ჰიმნზე″ ცეკვავდნენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 13, 2017 14:41

ბერგულ ვარანი: პატიმრობისას თმები ძირიანად დამაგლიჯეს და ″მეჰთერის ჰიმნზე″ ცეკვავდნენ

მნიშვნელოვანი

  • ბერგულ ვარანი: პატიმრობისას თმები ძირიანად დამაგლიჯეს და ″მეჰთერის ჰიმნზე″ ცეკვავდნენ

სხვა სტატიები

იდილის კულტურის ცენტრის დარბევის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის დროს მე და ჩემს კოლეგებს გვაწამებდნენ,- ამის შესახებ განცხადება ბერგულ ვარანმა გააკეთა.
თურქეთში, იდილის კულტურის ცენტრის დარბევისას დაკავებული ბერგულ ვარანი პროკურატურის დაკითხვის შემდეგ გაანთავისუფლეს. ვარანმა განაცხადებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის დროს მას აწამებდნენ. ვარანი ასევე ამბობს, რომ მას თმებში ხელი ჩაავლეს მოქაჩეს და თმა ძირიანად დააგლიჯეს. ხელში დარჩენილ თმას აფრიალებდნენ და ″მეჰთერის ჰიმნზე″ ცეკვავდნენ.
30 მაისს ოკმეიდანის იდილის კულტურის ცენტრში განხორციელებული სპეცოპერაციიის დროს მიმომხილველი ჯგუფის წევრებთან ერთად 14 ადამიანი დააკავეს. სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ მიმომხილველი ჯგუფის წევრებთან ერთად 4 ადამიანი დააკავეს, 10 კი გაათავისუფლეს.
სახალხო საადვოკატო ბიურო დაკავებულების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ Twitter-ზე წერდა.
″ძალიან ინტენსიური წამების ქვეშ ვიმყოფებოდით. კულტურის ცენტრის დარბევის შემდეგ სპეცრაზმის მანქანაში ჩაგვსვეს. აქ დაახლოებით 2-3 საათი გვალოდინეს. წამება აქ დაიწყო. მანქანაში ინტენსიურად გვაწამებდნენ. თითქოს შეგნებულად ამისთვის მომზადებული იყვნენ. თმებში რომ მექაჩებოდნენ თითქოს მეთოდი უსწავლიათ. თმებში ხელი ჩამავლეს მოქაჩეს და თმა ძირიანად დამაგლიჯეს. ხელში დარჩენილ თმებს კი აფრიალებდნენ და ″მეჰთერის ჰიმნზე″ ცეკვავდნენ. თმებს აქეთ იქეთ ყრიდნენ, მანქანის სავარძლის ზედაპირი თმით იყო დაფარული.″-ამის შესახებ ბერგულ ვარანმა გადაცემა ″პლუს სიმართლე″-ში(Artı Gerçek) ბაჰარ კილიჩგედიქლის ესაუბრა.
ვარანის მტკიცებით, პოლიცია მის მეგობრებსაც სასტიკად გაუსწორდა. მათ თავის მიბრუნებაზე და სხვა მხარეს გახედვაზეც კი უმოწყალოდ სცემდნენ. ერთ-ერთ მეგობარი მამაკაცი კისრის არეში დარტყმის შედეგად გაითიშა.კიდევ ერთ მეგობარს ყურის აპკი გაუხეთქეს, ერთ-ერთს კი თვალი დაულურჯეს. ბერგულ ვარანის თქმით, ანტიტერორისტულ განყოფილებაში 8 დღის განმავლობაში ვყავდით დაკავებულნი, სხეულის დაზიანებების განკურნებას ელოდნენ.
ვარან-მა ასევე აღნიშნა, რომ ყოველივე ამის შესახებ სასამართლო დაკითხვაზე მოახსენა მოსამართლეს, თუმცა არ იცის, შეიტანეს თუ არა ოქმში მის მიერ მიწოდებული ცნობები.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 13, 2017 14:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,829
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics