საბერძნეთის პოლიციამ ევროპელი პოლიტიკოსებისათვის განკუთვნილი რვა ბომბი-ამანათი იპოვა

საბერძნეთის პოლიციამ რვა ამანათი აღმოაჩინა, რომელშიც ბომბები იყო დამონტაჟებული. ამანათები ევროპელი პოლიტიკოსებისათვის იყო განკუთვნილი – დღეს The Independent-ი ავრცელებს.
სამართალდამცველებმა საეჭვო ამანათები საფოსტო განყოფილებაში იპოვეს, რომელიც ათენის ჩრდილოეთით არის განთავსებული.
ამანათები ადგილობრივი ანარქისტული ჯგუფის “ცეცხლოვანი ჯგუფების შეთქმულების” მიერ იქნა დაგზავნილი. ისინი აცხადებენ, რომ ოპერაცია “შურისძიება” გრძელდება. მათ 16 მარტს საერთაშორისო სავალურო ფონდში კონვერტი გააგზავნეს, სადაც, ასევე , ასაფეთებელი ნივთიერება იდო – მაშინ ერთი ადამიანი დაშავდა.
გამოცემის ინფორმაციით, ანარქისტული დაჯგუფების მიზანია შეტევა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებმაც საბერძნეთის მთავრობა 2015 წლის კრიზისის დროს აიძულა მთელი რიგი მათთვის საზიანო რეფორმები მიეღო.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკომ ენერგიის ალტერნატიული წყაროს გამოგონება მოითხოვა
შემდეგი სტატიასირიელმა ამბოხებულებმა დამასკოზე ახალი შეტევა დაიწყეს