ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს

ბერ­ძნუ­ლი მა­ფი­ის წევ­რე­ბის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­ბერ­ძნეთ­ში ორი ქარ­თვე­ლი და­ა­კა­ვეს, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბერ­ძნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ია­ნის სკაფ­ტუ­რო­სის, ვა­სი­ლი რუ­ბე­ტი­სის და დი­ო­ნი­სეს მუ­ზა­კი­ტი­სის მკვლე­ლო­ბე­ბის უკან დგა­ნან. ია­ნის სკაფ­ტუ­რო­სი 2022 წლის აპ­რილ­ში მოკ­ლეს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ორი პირი გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში.

სულ, ბერ­ძნუ­ლი მა­ფი­ის წევ­რე­ბის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცი­ამ ხუთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ვი­ნა­ო­ბა და­ად­გი­ნა. მათ­გან ორი და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლია, ორი სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა და ახლა იძებ­ნე­ბა, ხოლო ერთი მათ­გა­ნი სას­ჯელს მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის უკვე იხ­დის.

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ სხვა შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებს იძი­ებს.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: წლე­ვან­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი უფრო მაღ­ლია, ვიდ­რე 2020 წელს იყო
შემდეგი სტატიარუსეთმა ირანული დრონის მსგავსი საკუთარი ვერსიის გამოშვება დაიწყო – ISW