ბერძენიშვილი: ვინც მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, ნაციის სამარცხვინო, ავადმყოფი ნაწილია

“ოპოზიციამ ერთობას მიაღწია, მიუხედავად იმისა რომ არის დიდი განსხვავება. ეს გვაძლევს წარმოდგენას იმაზე, რომ მომავალში ისინი კოალიციური მთავრობის შექმნასაც შეძლებენ სხვა საკითხების გადაწყვეტასაც… ივანიშვილი ამის შემდეგაც შეეცდება ცალკეული ოპოზიციონერების მოსყიდვას, შეიძლება მილიონებსაც დაჰპირდეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ უკვე გაგვიჩნდა რწმენა, რომ ამ ოპოზიციის დანგრევა და ყიდვა თითქმის შეუძლებელია. ასე რომ ღირსების საკითხი ჩვენ გადავწყვიტეთ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ წავა ვითარება, არ ვარ დარწმუნებული, რომ სწრაფად გადაწყდება ყველაფერი, ამავე დროს არ მგონია, რომ ჩვენ მოგვიხერხდება პარლამენტის ჩაშლა. ვფიქრობ, პარლამენტი შედგება და სამარცხვინო 90 კაცი, მათი მხარდამჭერები, ქართველი ხალხის სირცხვილია. ყველა, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისა. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაც ჩაიდინა და რასაც ბოდავს ახლა მისი მთავარი ექსპერტი და პიარსპეციალისტი, ირაკლი კობახიძე, ვისაც ეს მოსწონს, ეს ხალხი ჯანსაღი არ არის. ამიტომ აქ მარტო ხელისუფლებაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რომლებიც თავს იავადმყოფებენ… მე არ ვიცი ამას რა ეშველება, მაგრამ ნელ-ნელა ალბათ ყველა მოვა გონზე. ”- აცხადებს რესპუბლიკური პარტიის წევრი, ლევან ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციაში მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს