ბერძენიშვილი: რესპუბლიკური პარტია ცალკე პარლამენტში არ შევა

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილის თქმით, პარტიისთვის მანდატებზე უარის თქმა მარტივი არ არის, მაგრამ რესპუბლიკური პარტია პარლამენტში ცალკე არ შევა. როგორც მან აღნიშნა საკითხზე ერთიანი ოპოზიციური შეთანხმება უნდა შედგეს.

“ჩვენთვის ადვილი არ არის ამ მანდატებზე უარის თქმა, მაგრამ რა თქმა უნდა რესპუბლიკური პარტია ცალკე აღებული არ შევალთ პარლამენტში. ოპოზიციური ფორმატი, საერთო შეთანხმება უნდა შედგეს”,-თქვა დავით ბერძენიშვილმა პალიტრას გადაცემაში ნიუსრუმი.

დღესვე პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა პარტია ევროპულმა საქართველომ და ლელომ საპარლამენტო მანდატზე ასევე უარი თქვა ლეიბორისტულმა პარტიამაც.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი – თუ ადამიანებს საჭიროდ მიაჩნიათ თავშეყრის ადგილზე ყოფნა, უნდა დაიცვან ფიზიკური დისტანცია
შემდეგი სტატიანათელაშვილი: უარს ვამბობთ ყოველგვარ მანდატზე, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო