ბერძენიშვილი მელაშვილის ბრალზე: სააკაშვილისგან მტრის ხატის შექმნის მცდელობაა

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი Facebook-ზე დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს განპირობებულია მიხეილ სააკაშვილისგან მორიგ ჯერზე მტრის ხატის შექმნის მცდელობით.

ბერძენიშვილის თქმით, მტრის ხატზე აგებული, პოლარიზაციის მიზნით საარჩევნო კამპანია ბიძინას ხელისუფლების ერთადერთი ტექნოლოგიაა.

“ხელისუფლებავ!!! აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებთ? 3500 ჰექტარს ედავებით? საზღვრის დადგენაზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელის და წევრის დაპატიმრება განპირობებულია სააკაშვილისგან მორიგ ჯერზე მტრის ხატის შექმნის მცდელობით”, – წერს ბერძენიშვილი.

ის მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებას სახელმწიფოსთის უაღრესად სახიფათო ქმედებას უწოდებს.

“თალაკვაძე კითხულობს ახლა, 1945 წ. რუკით რატომ ხელმძღვანელობდა ქართული მხარე და არა უფრო ადრინდელი, 1938 წ. რუკითო? მერე რა, რომ დედანი არ გვქონდაო… სრული უმეცრება. არა მარტო სამარცხვინოა ივანიშვილის ეს ქმედება, არამედ უაღრესად სახიფათოც. ომშია აზერბაიჯანი, ომში!!!! რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს???”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი – ორი კი არა, 22 კაცი უნდა გახდეს დასაკითხი და დასაჭერი, წლებია ვსაუბრობთ, რომ დავით გარეჯი მიხეილ სააკაშვილმა გაყიდა
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი მელაშვილის ბრალზე – წარმოუდგენელი თავხედობაა!