ბერდია სიჭინავა: ვაპირებთ შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან

დღეს პარტია „საქართველოსთვის“ პირველი რეგიონული ოფისის გახსნის შემდგომ პოლიტსაბჭოს წევრებმა სხვადასხვა სფეროების მიხედვით პარტიის პროგრამული ხედვები განიხილეს.

„ჩვენი პროგრამის უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის დემოკრატია, რომლის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტი იქნება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა – რომელიც მოიცავს არა მარტო სასამართლო სისტემას, არამედ მთლიანად სამართალდამცავ სისტემას”, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, საგამოძიებო რეფორმას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ამ რეფორმებში.

ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა პოლიციის დამოუკიდებლობის გარანტიების გაძლიერებაზე, რომელზე საუბარიცაა ასევე პარტიის პროგრამაში.

„პოლიციის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების მიზნით, მიგვაჩნია, რომ პოლიციის უშუალო ხელმძღვანელი არ უნდა იყოს პოლიტიკური თანამდებობის პირი. ეს უზრუნველყოფს სისტემაში არსებული რისკების დაზღვევას, რომ პოლიცია პოლიტიკური გავლენებისგან იყოს დაცული.

შინაგან საქმეთა მინისტრი რა თქმა უდნა, პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება, რომელიც უწყების პოლიტიკას განსაზღვრავს. თუმცა საპოლიციო დანაყოფებს, რომლებიც ქვეყანაში მართლწესრიგს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უშუალოდ განახორციელებენ – უნდა ჰყავდეთ ხელმძღვანელი, რომელიც პროფესიული ნიშნით აირჩევა” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სიჭინავა კორუფციასა და ნეპოტიზმის რისკების დაზღვევაზე პარტიის ხედვებსაც შეეხო.

“ვაპირებთ შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან და ნეპოტიზმთან, სწორედ ამ მიზნით უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული სააგენტო დამოუკიდებელ ბაზაზე, რომელიც იქნება კორუფციული რისკების დამზღვევი მექანიზმი.’’

პარტია „საქართველოსთვის“ პირველი რეგიონალური ოფისი დღეს ქალაქ ბათუმში გაიხსნა. ოფისის გახსნას პარტიის თავმჯდომარე – გიორგი გახარია, პარტიის სხვა ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობის გეგმები ნინოწმინდის პანსიონზე-“აქ იმისთვის ვარ, მივხედო ყველა საკითხს”
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი: ვერთიანდებით თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის