პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა, აცხადებს, რომ “ჯადაცვის მინისტრ სარჯველაძეს მშობლების პროტესტი არ ესმის, ამიტომ მოუწევს, მიბრძანდეს პარლამენტში და უპასუხოს მშობლების შეკითხვებს.
ინფორმაციისთვის, დიუშენით დაავადებულ ბავშვთა მშობლები რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა 24-საათიანი საპროტესტო აქცია 20 აპრილს დაიწყეს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მოითხოვენ, სახელმწიფომ შეიძინოს და დააფინანსოს თანამედროვე მედიკამენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებში უკვე გამოიყენება და ბავშვების მდგომარეობის გაუარესებას ანელებს.
მშობლები ასევე 2 თვეზე მეტია, უშედეგოდ ცდილობენ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას.
















