ბერდია სიჭინავა – საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრზე ვერ წარმოადგენენ PCR კვლევის ნეგატიურ პასუხს, კოვიდსასტუმროს ნაცვლად დაექვემდებარებიან 12 დღიან თვითიზოლაციას

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ სახელმწიფო საზღვარზე, დაექვემდებარებიან 8 დღიან თვითიზოლაციას,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების საკითხზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვარზე, დაექვემდებარება 8 დღიან თვითიზოლაციას, ხოლო, ამ ტესტის არ ქონის შემთხვევაში, ეს ადამიანი გადავა, კარანტინის ნაცვლად, 12 დღიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მას არ მოუწევს საკარანტინო სასტუმროებში განთავსება. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ ექნება თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს მათ შესაბამის სასტუმროებში განთავსებას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

banner
წინა სტატიაშიბერდია სიჭინავა : უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ორ თვიანი გეგმის ფარგლებში, დღეიდან, ორი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, დღეში 20 ათასი ტესტი გაკეთდება
შემდეგი სტატიაბერდია სიჭინავა : შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის