14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ბერდია სიჭინავა: მდინარაძე დამამცირებლად გააგდეს — ის ლილუაშვილის ბედისწერის რელსებზე დგას

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.

სიჭინავას შეფასებით, მდინარაძის პოლიტიკური ბედი თავიდანვე პროგნოზირებადი იყო, თუმცა შექმნილი ვითარება აჩენს ეჭვს, რომ მისი პროცესები სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიმართულებით განვითარდება.

„სრულიად ცხადი იყო, რომ დანიშვნიდან რამდენიმე თვეში ოხანაშვილის ბედს მდინარაძეც გაიზიარებდა, თუმცა დღეს ის უფრო ლილუაშვილის ბედისწერის რელსებზე დამდგარს ჰგავს, ვიდრე ოხანაშვილის გზაზე მიმავალს. სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მისთვის გარდაუვალი იქნება.

მდინარაძის პოლიტიკური რენომე და რაიმე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი რეიტინგი პოლიტიკაში არასდროს არსებულა, ისევე როგორც არ არსებობს კობახიძის შემთხვევაში. ამის მიზეზიც მარტივია: მას არასდროს ჰქონია დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების არც რეალური უნარი და არც შესაბამისი პოლიტიკური რესურსი“, — განაცხადა სიჭინავამ.

„არსაიდან მოსული არსად“ „გახარიას პარტიის“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ მდინარაძე მხოლოდ მმართველი სისტემის მომსახურე პერსონალი იყო.

„ის იყო მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებში მოქმედი სისტემის ერთ-ერთი მომსახურე პერსონალი, რომელმაც დროთა განმავლობაში დაიჯერა, რომ თავადაც დამოუკიდებლად რაიმე ფიგურას წარმოადგენდა. სწორედ ამ ილუზიამ განსაზღვრა მისი დღევანდელი მდგომარეობაც — გააგდეს დამამცირებლად, არსაიდან მოსული არსად. ზუსტად იგივე ბედი ელის მის გარემოცვასაც“, — აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა ამ ნაბიჯზე ფიქრობდა და საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორსა თუ ბიზნესში გეგმავს.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: ივანიშვილი ჩიხშია შესული და გამოზრდილ კლანებს ერთმანეთს აჭმევინებს
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია: ვირთხების რბოლაში შემდეგი ირაკლი კობახიძეა