პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
სიჭინავას თქმით, ტრანსატლანტიკური კავშირი გაнамტკიცებულია მყარი ფასეულობებით, ხოლო საკითხის ისე დასმა, თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება ევროკავშირსა და აშშ-ს შორის უწევს, არასწორია.
„მარტა კოსის განცხადება მეტისმეტად სერიოზულად აღიქვით… შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის გარკვეული გამოწვევები თუ არის, დარწმუნებული ვარ, ტრანსატლანტიკური კავშირი ამას გაუძლებს და ეს არანაირ წინაღობას არ შექმნის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.
მარტა კოსი კონკრეტული კომისარია, რომელიც კონკრეტული ვადით არის დანიშნული. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა აუცილებლად მის კონკრეტულ შეფასებებზე იქნება დაფუძნებული?“ — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.








