8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

ბერდია სიჭინავა: კაფკას “პროცესი” რაც არის, ზუსტად იმას ვადევნებთ თვალს – არ ვიცით, ვის რა ედება ბრალად

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას ეხმაურება და მიმდინარე პროცესს ფრანც კაფკას ცნობილ ნაწარმოებს ადარებს.

სხდომის დასრულების შემდეგ სიჭინავამ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეს ელემენტარული დაცვის შესაძლებლობაც კი არ ეძლევა.

„კაფკას „პროცესი“ რაც არის, ზუსტად იმ პროცესს ვადევნებთ თვალს — არ ვიცით, ვის რა ედება ბრალად. დაცვის სტრატეგია მინიმუმ იმას გულისხმობს, რომ სათანადოდ მოემზადო კონკრეტულ შემთხვევაში, რა აქვთ შენთან მიმართებაში, რომ წარმოადგინო კონკრეტული მტკიცებულებები. ამის შესაძლებლობაც არ გვაქვს, ეს არის მოცემულობა“, — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

banner
წინა სტატიაშიანა წითლიძე: სასამართლომ შუამდგომლობები არ გაითვალისწინა, გადაწყვეტილება კრემლშია მიღებული
შემდეგი სტატია“ოპოზიციის შუამდგომლობები იდენტურია, მათ საქმის განხილვა აშფოთებთ”- თორნიკე ჭეიშვილი