21.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 4, 2026
banner

ბერდია სიჭინავა ღარიბაშვილის წერილზე: ავტოკრატიული რეჟიმები სწორედ ასეთი შიდა დაპირისპირებით ასრულებენ ხელისუფლებას

ბერდია სიჭინავა ღარიბაშვილის წერილზე: „ოცნებაში“ კლანური დაპირისპირებაა — ავტოკრატიული რეჟიმები სწორედ შიდა ბრძოლით ასრულებენ მმართველობას

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება „ქართულ ოცნებაში“ არსებული შიდა კლანური დაპირისპირების მკაფიო გამოხატულებაა.

სიჭინავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილისგან „გმირობის აქტს“ არ ელოდება, შექმნილი ვითარება საგანგაშოა, რადგან საქმე ყოფილი პრემიერის ოჯახს ეხება.

„როგორც ჩანს, რაღაც საგანგაშოა, რადგან მის ოჯახს ეხება საქმე. ამ დროს მკაფიოობა არის ყველაზე დიდი თავდაცვის საშუალება მისი და მისი ოჯახის მხრიდან… შიდა არაჯანსაღი პროცესები პირდაპირი გამოხატულებაა იმის, რაც დღეს „ქართულ ოცნებაში“ ხდება. ყოველთვის ავტოკრატიული რეჟიმები შიდა დაპირისპირებითა და ერთმანეთთან ბრძოლით ასრულებენ თავიანთ ხელისუფლებას“, — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ სიტუაციას მეტი სინათლე მოეფინება მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი დაანონსებულ ვრცელ მიმართვას გავრცელებს.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით მიიღო ახალი გზავნილი კორუფციის მორიგი საქმის თავის თავზე აღების მოთხოვნით, რის გამოც მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას დააკისრა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: მეგობრებზე უარს არ ვამბობ, არც მას დავტოვებ — ყველა საკითხზე ხვალ გავაკეთებ კომენტარს
შემდეგი სტატიარამდენი ღირს დოლარი და ევრო: ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი შეიცვალა