5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

ბერდია სიჭინავა: ბაქი-ბუქის მიუხედავად “ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს

პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა “ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

“ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადებისა და კობახიძის ბრიფინგიდან პრაგმატული ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ უჭერენ მხარს “ოცნებას” ან/და საქმიანად თანამშრომლობენ მასთან, 3 დასკვნას გამოიტანდნენ:

“ოცნება” თავადაა ქვეყანაში მუდმივი არასტაბილურობის წყარო და ეს მოცემულობა არათუ იცვლება, პირიქით – მძიმდება და უკვე ქვეყნის მდგრადობას უქმნის საფრთხეს;
ბაქი-ბუქის მიუხედავად, “ოცნება”ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს, დასავლეთთან მითუმეტეს;

პოლიტიკის “გროსმაისტერად” გამოცხადებული კაცი მხოლოდ თავისი ფინანსური საკითხების მოგვარებითაა დაკავებული და მწვავე კრიზისებისას, პოლიტსაბჭოს სხდომებსა და ყრილობებზე, პერიოდულად ბელადივით ჩამოატარებენ როგორც “სიმშვიდისა და სტაბილურობის”სიმბოლოს, რომელიც უკვე ყველასთვის გაცვდა”,_ აცხადებს ბერდია სიჭინავა.

banner
წინა სტატიაში“ან დაამტკიცებს, რომ ირაკლი იხდიდა ფულს, ან დამტკიცდება, რომ”- ღარიბაშვილის ცოლის ძმა
შემდეგი სტატიადემნა გვასალიამ მილანში Gucci-სთვის პირველი შოუ გამართა