,,დღევანდელი დღე ეროვნული ცენტრი – ჟიული შარტავას საზოგადოებისთვის არის ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი.
დღეს იმ შენობაში, სადაც ჟიულიმ თავისი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი გაატარა, ვხსნით მის სახელობის მემორიალური დაფას, რაც კიდევ ერთხელ უკდავყოფს ეროვნული გმირის სახელს.”- განაცხადა ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ.
ვახტანგ ყოლბაიამ მემორიალური დაფა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ლერი ხაბელოვთან ერთად გახსნა.
როგორც მან განაცხადა, ჟიული შარტავამ თავის მეგობრებთან ერთად ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართველი ახალგაზრდებისთვის და განსაკუთრებით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
,,სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტში, რადგან ბატონი ჟიულის მოღვაწეობის მთავარი ნაწილი იყო ახალგაზრდა სპორტსმენებთან მუშაობა. ეროვნული გმირი ჟიული შარტავას საზოგადოება თავს ვალდებულად თვლის, დღევანდელ ახალგაზრდობამდე მოიტანოს ყველაფერი ის, რაც მას გაუკეთებია და მსგავსი ღონისძიებებით სამუდამოდ უკვდავყოს მისი სახელი.” -განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.