ამნისტია არ ნიშნავს გამართლებას. ამნისტია ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედა ბოლომდე წასვლა, მაგრამ არც შეცდომის აღიარება შეძლო.
შედეგად მივიღეთ:
🔥დაზიანებული ქვეყნის იმიჯი
🔥კიდევ უფრო შერყეული ნდობა ინსტიტუტების მიმართ
🔥შიში ჟურნალისტურ და სამოქალაქო სივრცეში
და რა შედეგს უნდა ველოდოთ მომავალში?
სამწუხაროდ, ამ პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში არავინ იცის,რადგან როცა წესებს სურვილი ცვლის, სახელმწიფო აღარ მართავს პროცესებს, არამედ კრიზისები მართავს სახელმწიფოს.
სინდისის პატიმრები არ არიან დამნაშავეები.დამნაშავეა სისტემა, რომელიც განსხვავებულ აზრს საფრთხედ აღიქვამს.
“თავისუფლება სინდისის პატიმრებს” — ეს არ არის ლოზუნგი, ეს არის მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ, რომ დაუბრუნდეს იმ გზას, რომელსაც ოდესღაც დემოკრატია ერქვა….
როდესაც პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირების სია საათების განმავლობაში უცნობია, ეს აღარ არის ტექნიკური დაგვიანება.
ეს არის სახელმწიფო პროცესის დისკრედიტაცია
ეს არ არის ტექნიკური შეფერხება.
ეს არის სამართლებრივი ქაოსი და საზოგადოების უპატივცემულობა.
ფაქტია, ხელისუფლებას არ მიაჩნია საჭიროდ მოქალაქეებს ანგარიში ჩააბაროს.
ის ამბობს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება არა წესით, არამედ სურვილით.
და ყველაზე საშიში-ის ამბობს, რომ საზოგადოებრივი ნდობა არაფერს ნიშნავს. სწორედ ნდობის დანგრევაა ის ფასი, რომელსაც ქვეყანა იხდის ასეთი უპასუხისმგებლო ქცევისთვის.
ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ. დამოკიდებულება, რომელიც მოქალაქეს არა პარტნიორად, არამედ სტატისტად აღიქვამს.
სახელმწიფო, რომელიც საზოგადოებას დასცინის, საბოლოოდ საკუთარ თავს ასუსტებს. და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს დუმილი, მით უფრო ხმამაღალი იქნება საზოგადოების პასუხი”,- წერს “თაიმერის” დამფუძნებელი ბერდია კალანდია.














