ბერას და უტას წვეულებაზე მომწამლეს… ღარიბაშვილმა ჩემი დაშინება დაიწყო

2008 წლის ოქტომბერში, ურეკში, ბერამ და უტამ ზაფხულის დასრულებასთან დაკავშირებულ შეკრებაზე მიმიპატიჟეს, სადაც მომწამლეს, – ამის შესახებ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის შვილების ინგლისურის მასწავლებელი პატრიკ დაუნი ამბობს. მასთან ინტერვიუ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩაწერა.

დაუნი ყვება, რომ მხოლოდ მოწამვლის შემდეგ გაიგო, რომ 20-ჯერ მეტი დოზა ჰქონდა მიღებული. მას ივანიშვილის კარდიოლოგმა ზვიად მათაშვილმა უმკურნალა.

მე არ ვიცოდი რომ მოწამლული ვიყავი, სანამ წვეულებიდან ერთი საათის შემდეგ, ბერა უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ანზორ ჩუბინიძესთან ერთად არ მოვიდა და თავად არ მითხრა. შემდეგ შევიტყვე, მანამდე მსგავსი რამ სხვა მასწავლებლებსაც გაუკეთეს. არ ვიცი, ეს ბიჭების იდეა იყო თუ ბიძინასი. იმ საღამოს ძალიან ცუდად ვიყავი. შემდეგ დილით, დამირეკა ირაკლი ღარიბაშვილმა და მითხრა, რომ ჩემს კონტრაქტს აღარ განაახლებდნენ. არადა, ამ ამბამდე 5-6 დღით ადრე ბიძინამ მითხრა, რომ მომდევნო ერთი წელი კიდევ ვიმუშავებდი. ..ზუსტად რომ აღვიდგინოთ ის დღე, ზღვაზე, ურეკში, მივირთმევდით ვახშამს. მე სამზარეულოში ვიყავი კოლეგებთან, ოჯახი კი გვერდით ოთახში, სასადილოში იყო. მგონი, უტამ თუ ბერამ დამიძახა, ზუსტად არ მახსოვს, ზაფხულის დასრულებას აღნიშნავდნენ. ბიჭები 13-15 წლისები იყვნენ, ამიტომ იქ არ იყო ღვინო, იყო მხოლოდ წყალი.. დამისხეს სითხე და ვფიქრობდი, რომ ბორჯომი ან წყალი იყო. შევსვით სადღეგრძელო, ვისაუბრეთ. მე წავედი ჩემს ოთახში. შემდეგ უკვე ანზორი და ბერა შემოვიდნენ ჩემს ოთახში 2-3 საათის შემდეგ. ბერამ ბოდიში მომიხადა. ექიმმა მათოშვილმა მითხრა, რომ მე გადავრჩი, – ყვება პატრიკ დაუნი.

მისივე თქმით, დღევანდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანხის მოპარვის სურვილშიც დანაშაულებდა: “ეს ხალხი გიჟია, ნამდვილად გიჟია”.

ამერიკაში დაბრუნების შემდეგ მივწერე ბიძინას, მეორე შანსი მივეცი. ორი შანსი მივეცი: ერთი შანსი ურეკში, მეორე კი ამერიკაში. მაშინ კი ირაკლიმ ჩემი დაშინება დაიწყო მსგავსი მეილებით აქეთ დამიწყეს შანტაჟში დადანაშაულება. მეუბნებოდა რატომ ვბედავდი ხმის ამოღებას. ამბობდნენ, რომ ვარ არაკეთილსინდისიერი, რადგან დავწერე შოკისმომგვრელი, ინტრიგნული, პროვოკაციული, მცდარი წერილი. მადანაშაულებს, რომ ვარ გაუმაძღარი, ფულის მიმტაცებელი თაღლითი და ა.შ. სკანდალურია, რასაც წერს, არ ვიცი ამ კაცს თავი ვინ გონია. რა აზრი ჰქონდა მათთან კონტაქტს, როცა მომწამლეს და აქეთ მადანაშაულებდნენ. მე კარგი მასწავლებელი ვიყავი, ვზრუნავდი ამ ბავშვებზე. შემდეგ კი კანონით მაშინებდნენ, რაც სასაცილოა, რადგან ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ თვითონ კანონზე მაღლა დგანან. იგივე ხდება აქ, რუსეთშიც, – ამბობს დაუნი.

წყარო: მთავარი არხი

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ვაზელინობა ზენიტში აიყვანეთ და ვერ ხვდებით, რომ ყველა ხელისუფლებას სწორედ მაამებლობის წახალისება ღუპავდა
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარიას მორიგი ონლაინ შეხვედრა მოსკოვსა და პეტერბურგში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან