28.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო აქტივისტ გიორგი გოგიას საქმე სასამართლოში განიხილეს

ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო შესაძლოა, სამოქალაქო აქტივისტი სამართალდამრღვევად გამოაცხადონ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი გოგიას ბერა ივანიშვილის მიმართ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

ტვ პირველის ცნობით, სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ შსს-ს წარმომადგენელი ბერა ივანიშვილის გამოკითხვას აუცილებლობად არ მიიჩნევს. უწყების პოზიციით, საქმეში მთავარი საკითხი კანონის შესაძლო დარღვევაა და არა ის, რა გავლენა მოახდინა კონკრეტულმა პოსტმა ადრესატზე.

გოგიას მიერ გამოქვეყნებული პოსტი ამ დრომდე სოციალურ ქსელში ხელმისაწვდომია. პროცესზე გამართული მსჯელობისას ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ შესაბამის უწყებებს პოსტის წაშლის მოთხოვნით პლატფორმა Meta-სთვის არ მიუმართავთ.

საქმე ეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც, კრიტიკოსების შეფასებით, სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

banner
წინა სტატიაშიზაფხულში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულებაზე – მინისტრი
შემდეგი სტატიარუსთავში ლიფტის გაძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს