25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ბერა ივანიშვილის შეურაცხყოფის საბაბით გიორგი გოგია 3 000 ლარით დააჯარიმეს

ბერა ივანიშვილის შეურაცხყოფის საბაბით გიორგი გოგია 3 000 ლარით დააჯარიმეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი გოგიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას ედავებოდა.

შსს-მ შესაძლო სამართალდარღვევად შეაფასა 14 ივნისის გამოქვეყნებული პოსტი, სადაც გოგიამ ბერა ივანიშვილის განცხადება გააზიარა და დაწერა: „განაცხადა **ისშვილმა, რომელიც ბავშვების საცემად ირაკლი ღარიბაშვილს სკოლებში არბენინებდა“.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა – 2027 წლიდან ეგრისის ეროვნული პარკი ამოქმედდება
შემდეგი სტატიაევროპის სამ ქვეყანაში ექსტრემალურ სიცხეს 3 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა