“ბერა ბავშვი იყო, ზრდასრული ხომ იყო ბატონი ირაკლი”- ხმაური პარლამენტში

“ზრდასრული ადამიანი ბავშვის ძალადობაზე არ უნდა იღგზნებოდეს”, – “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობის წევრებს პარლამენტში მიმართა.

საკანონმდებლო ორგანოში ენმ-ს წევრმა ბერა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრის სატელეფონო ჩანაწერები გაიხსნება.

“ბერა ბავშვი იყო, მაგალითად, თქვენი ვერსიით დავუშვათ, ზრდასრული ხომ იყო ბატონი ირაკლი. და ნორმალურია რასაც ეუბნებოდა, თქვენი ვერსიით, ბავშვს? ძალადობაზე მათ შორის? და “აუ, რა მაგარი” არი? და ეს სწორი არის და ეს ადამიანი სირცხვილისგან არ უნდა იწვოდეს სადაც ზის?” – ამბობს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში ხმაური და დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

“მესმის თქვენი, მესმის, რატო ყვირით კაცო, რა არის არანორმალური. ზრდასრული ადამიანი ბავშვის ძალადობაზე არ უნდა იღგზნებოდეს მემგონი, ხო, რა ვიცი. სატელეფონო საუბარში ასე იყო”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ცხვარმა რა დაგიშავათ?… უყვართ არაბებს ჩვენი ცხვარი” -გოცირიძე ხელისუფლებას