ბერ-შევაში ირანული რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ 4 მოქალაქე დაიღუპა

გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, სამხრეთში მდებარე ქალაქ ბეერ-შევაში, სადაც ირანული რაკეტა სახლს მოხვდა, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. ისრაელის ჩრდილოეთში მძიმედ დაიჭრა ერთი ადამიანი.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სრულად შეასრულა ყველა ის ამოცანა, რომელიც ირანთან ომის დაწყებამდე ჰქონდა დასახული, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები მაღალი დონის მზადყოფნის რეჟიმში რჩება.

„შტაბის უფროსმა ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, რომ მაღალი დონის მზადყოფნის რეჟიმში დარჩნენ და ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი დარღვევისთვის ძლიერი რეაგირებისთვის მოემზადონ“, – აღნიშნა ეფი დეფრინმა.

ცნობისთვის, მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ქვეყანა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას „ძლიერ პასუხს გასცემს“.

banner
წინა სტატიაშითიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს
შემდეგი სტატიაძალის დემონსტრირება და სისუსტის ნიშანი – ანა წითლიძე პოლიტიკოსთა დაპატიმრებებზე