ბექა ვაჭარაძე: მნიშვნელოვანია მალევე დავიწყოთ ყველა იმ საკითხზე მუშაობა, რაზეც წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან ვსაუბრობდით

ფოთის მუნიციპალიტეტში 3 სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები სრულდება.

პროექტის ფარგლებში გამოიცვალა დაზიანებული ლითონის ბადეები, მოეწყო და დაიხაზა მოედნის კომბინირებული საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი, შეიღება ლითონის კონსტრუქციები, მოეწყო ელექტრო განათების სისტემა.
შესრულებულ სამუშაოებს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ადგილზე გაეცნო.
ფოთში, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 10 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, რაც ადგილობრივ მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს კეთილმოწყობილ მოედნებზე ივარჯიშონ და დაკავდნენ სპორტული აქტივობებით.
ფოთის მერია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას მომავალ წელსაც აქტიურად განაგრძობს.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელი პროკურატურა ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა ბრალს საქართველოში დაბრუნების გამო – ბასილაია
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ “მწვანე პასპორტის” მუშაობის პროცესი და ვაქცინაციის მიმდინარეობა განიხილა