ბექა წიქარიშვილის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

“თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებლის, ბექა წიქარიშვილის მიმართ გამოყენებულ ადმინისტრაციულ პატიმრობას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

წიქარიშვილის ადვოკატის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ წიქარიშვილს სადავოდ არ გაუხდია მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მოსამართლის გადაწყვეტილება მკაცრი იყო.

“მიგვაჩნია, ეს ძალიან მკაცრი სასჯელია და მიმართულია ადამიანების პროტესტის წინააღმდეგ, რომელსაც ისინი გამოხატავენ ზოგადად მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემებისა და ხარვეზების გამო”, – განაცხადა ნასრაშვილმა.

მოსამართლემ წიქარშვილს 14 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ განმარტა, რომ სხვა ადმინისტრაციული სასჯელი, კერძოდ, ჯარიმა ვერ უზრუნველყოფდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც რეჟისორი ბექა ბზიავა და მოძრაობა თეთრი ხმაურის“ ლიდერი, ბექა წიქარიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ბზიავა წესრიგის დარღვევისთვის 500 ლარით დაჯარიმდა, წიქარიშვილს კი დღეს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიბითაძე: იპოდრომის ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადაეცემა
შემდეგი სტატიასაქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა საგრძნობი ზრდის შესახებ საკითხი შვედეთმა და ისლანდიამ დააყენეს