ბექა წიქარიშვილი : შსს-ს წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხვედრები უფრო ფართო ფორმატში გაგრძელდება

შს სამინისტროს წარმომადგენლებსა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრე აქციის მონაწილეებს შორის შეხვედრები უფრო ფართო ფორმატში გაგრძელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლემა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ აქციის ორგანიზატორებს მოქმედებების განხორციელება ცაიტნოტში მოუწიათ და ვითარება დაძაბული იყო, ამიტომ იმ მომენტში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა.

“ჩვენთვის პრინციპულია საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია, რადგან ჩვენ ვართ საზოგადოების წარმომადგენლები. ჩვენთვის პრინციპული საკითხი იყო, რომ ფორმატის განსაზღვრაზე ჩვენ აგვეღო პასუხისმგებლობა და ინიციატივა. ამაზე მინისტრი დაგვთანხმდა. ანუ შეხვედრები იქნება უფრო წარმომადგენლობითი და ჩვენ მიერ დაგეგმილი ჯგუფისგან შემდგარი. მაქსიმალურად მოვიცავთ ყველას, ვინც გუშინ და ამ დღეების განმავლობაში იბრძოდა ჩვენთან ერთად. ჩვენ შევხვდებით ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა და შევათანხმებთ დანარჩენ დეტალებს“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე : ნარკომოვაჭრეებსა და ნარკოდილერებთან სახელმწიფო იქნება შეუპოვარი
შემდეგი სტატიაქობულეთის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა