ბექა წიქარიშვილი: გუშინდელი აქციის დაშლა სწორი ნაბიჯი იყო

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 14, 2018 12:09

ბექა წიქარიშვილი: გუშინდელი აქციის დაშლა სწორი ნაბიჯი იყო

მე ვთვლი, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი. ესკალაციას ვერ დავუშვებდი- ასე გამოეხმაურა მოძრაობა “თეთრი ხმაურის” თავმჯდომარე ბექა წიქარიშვილი მხარდამჭერების უკმაყოფლებას გუშინდელი აქციის დაშლის შესახებ. წიქარიშვილი ცოტა ხნის წინ, შსს-ში შევიდა, სადაც მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. შს მინისტრსა და რუსთაველზე გამართული აქციის ორგანიზატორების დღევანდელ შეხვედრაზე მომავალი შეხვედრების ფორმატი შეთანხმდება.
”კონკრეტული ადამიანები ვინ იქნებიან ამ ფორმატში ჩართული, ჯერ შეთანხმებული არ არის. ეს პრინციპული ამბავია, ჩვენ გვქონდეს ლეგიტიმაცია მოქალაქეებისგან. ეს ყველაფერი საზოგადოების ნდობისთვის გვჭირდება. ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ წავედით კომპრომისზე და მეტ კომპრომისზე ვეღარ წავალთ. გვჭირდება დალაპარაკება ბევრ ჯგუფთან. აქციაზე მხოლოდ ”თეთრიხმაური” არ იმყოფებოდა. შესაბამისად ეს უნდა შეთანხმდეს ყველასთან. ჩვენ ვმოქმედებთ დემოკრატიული პრინციპით, დაპირისპირებას ვერ დავუშვებდით” – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 14, 2018 12:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics