ბექა წიქარიშვილი: დავიწყებთ კარვების გაშლას

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერი ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ მათი აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაგრძელდება. ის დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ განცხადების გაკეთების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქალაქის მერი არ უნდა ლაპარაკობდეს ნარკოპოლიტიკაზე, უნდა საუბრობდეს პრემიერი, შს მინისტრი.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც პასუხისმგებლობის გადანაწილება ხდება. ქალაქის მერი არ უნდა ლაპარაკობდეს ნარკოპოლიტიკაზე, უნდა საუბრობდეს პრემიერი, შს მინისტრი. ქმედებებმა, რაც გუშინ განხორციელდა, დაადასტურა, რომ რეალიზატორებისთვის არ გაკეთებულა. რეალურად, მათ რეალიზატორები დაკავებული ყავდათ კლუბის გარეთ, ანუ ვის მოვკითხოთ ამაზე პასუხი, ვიღაც ხომ უნდა იყოს პასუხისმგებელი.

რატომ დაგვაკავეს ამდენი პერიოდის განმავლობაში? ეს ხომ ის არის, რასაც მოქმედი ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა.

ჩვენ პროტესტს გავაგრძელებთ, რადგან ქვეყნის თავისუფლების საკითხი დგას და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

“ჩვენ ისღა დაგვრჩენია ბოლომდე ვიბრძოლოთ. დავიწყებთ კარვების გაშლას. მერე მიხვდებიან, როგორი პასუხი უნდა გასცენ მათ ხალხს“, – განაცხადა წიქარიშვილმა. მისივე თქმით, გაკეთდება ჯგუფები, რომლებიც იმორგევებენ.
“მოგიწოდებთ გვერდით დგომისკენ. – ან ვიქნებით სისტემის მონები, ან დავრჩებით თავისუფალ მოქალაქეებად“, – აღნიშნა წიქარიშვილმა.
ამასთან, აქციაზე საწვიმრები დაარიგეს.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობის გუნდი დილიდან მსჯელობს აღნიშნულ საკითხზე და მათი კარი მოლაპარაკებისთვის ღიაა.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: ეს არ ნიშნავს, რომ თუ პოლიციამ რამეს გადაამეტა, ის არ უნდა დაისაჯოს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ვისაც ივანიშვილების შავ-თეთრი საბჭოთა დიქტატურა გინდათ, ყველაფერს ვიზამ, რომ იმედი გაგიცრუვდეთ