ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრთან შეხვედრიდან შესაძლოა, მნიშვნელოვანი შედეგები მიიღონ

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები აქციის მონაწილეების ყველა მოთხოვნაზე.

ის აქციის მონაწილეებთან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა და განცხადების გაკეთების შემდეგ, ისევ დაბრუნდა შს მინისტრთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა, მიიღონ მნიშვნელოვანი შედეგები.

წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. მოვალ და გეტყვით ყველაფერს, რა შედეგით დასრულდება შეხვედრა. მთავარია, ვიყოთ ერთიანად, ძლიერად, მტკიცედ. მადლობა, რომ ხართ აქ და იბრძვით სიმართლისთვის და ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ქაოსის შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ივანიშვილის რეჟიმს
შემდეგი სტატიაშს მინისტრმა აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა