21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

ბექა ქურხული მოსამართლემ 3000 ლარით დააჯარიმა

მწერალი და სამხედრო რეპორტიორი ბექა ქურხული მოსამართლე ნინო ენუქიძემ 3000 ლარით დააჯარიმა. რეპორტიორის თქმით, მის წინააღმდეგ საქმე ეხება როგორც სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარს, ასევე ტელეეთერში გამოთქმულ მოსაზრებას.

ქურხულის განცხადებით, რამდენიმე კვირის წინ „TV პირველის“ ეთერში მან ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებიც უკრაინიდან დაბრუნებისას საქართველოს საზღვარზე შეექმნა და გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი, რის გამოც, მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები შეურაცხყოფად შეფასდა.

რაც შეეხება Facebook-ზე გაკეთებულ პოსტს, ქურხული ამბობს, რომ მისი რეაქცია გამოიწვია იმ ფაქტმა, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ, ხოლო უკრაინაში მებრძოლ ქართველებს დასცინოდნენ.

„როცა შეურაცხყოფას აყენებენ და აგდებით მოიხსენიებენ ელენე ხოშტარიას, პოლიტპატიმრებს, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს, ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვება,“ – განაცხადა ქურხულმა.

მისივე თქმით, ნინო არაზაშვილთან გადაცემაში სტუმრობისას მან აღნიშნა, რომ უკრაინიდან დაბრუნებისას საქართველოს საზღვარზე გადაადგილება ხშირად ფერხდება, რასაც პრობლემად მიიჩნევს.

ქურხულის განცხადებით, როდესაც პოლიტპატიმრებს შეურაცხყოფენ და უკრაინაში მებრძოლ ქართველებს „ქართველ რემბოებად“ მოიხსენიებენ, მისივე თქმით, ეს საზოგადოებრივ რეაქციას იწვევს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კუპრაძე: „ქართულ ოცნებას“ ანაკლიის პორტზე საუბრის მორალური უფლება აღარ აქვს
შემდეგი სტატიააშშ-ისა და იტალიის ლიდერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება