ბექა ფერაძე : ამ დროისთვის შემოწმებული ობიექტებიდან 5 792 საქმიანობა შეუჩერდა, 10 კი დაჯარიმდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული ობიექტებიდან 5 792 საქმიანობა შეუჩერდა, 10 კი დაჯარიმდა.

როგორც ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 4-6 დეკემბრის მონაცემებით, შემოწმება განხორციელდა სხვადასხვა უწყებების აქტიური ჩართულობით 1 986 ობიექტზე, საიდანაც ფაქტობრივად 1 900 მათგანს მიეცა ზეპირ სიტყვიერი გაფრთხილება წესების დაცვასთან დაკავშირებით, დაჯარიმდა სამი ობიექტი.

„ამავე პერიოდში განხორციელდა უკვე შემოწმებული ობიექტების რემონიტორინგი, თუ რამდენად ჰქონდათ მათ შეზღუდული ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დროებით ამ ეტაპზე არის შეჩერებული. 3 036 ობიექტი გადამოწმდა, რომლებთანაც დადასტურდა, რომ მათ ნამდვილად შეაჩერეს ეკონომიკური საქმიანობა. გარდა ამისა, ჯამში სულ შემოწმდა საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით ცვლილებაში შეტანის შემდგომ, რაც ამოქმედდა შეზღუდვები, 24 518 ობიექტი, ჯამში დაჯარიმებულია 10 ობიექტი და საქმიანობა შეუჩერდა 5 792 ობიექტს. გარდა ამისა, მინდა ვისაუბრო იმ გარემოებაზე, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასმედიის საშუალებით აქტიურად არის გაშუქებული და ეს ეხება იმ შეზღუდვებს, რომელიც სხვადასხვა სასურსათო თუ სუპერმარკეტებში გვხდება. იცით, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ნებადართულია მხოლოდ სურსათის, ცხოველის საკვების, საყოფაცხოვრებო ქიმიის, ჰიგიენისა და აგროქიმიკატების რეალიზება, სხვა მიმართულებით არის გარკვეული შეზღუდვები. ჩვენი მიზანია, რომ შემცირდეს მობილობის მაჩვენებელი და ჩვენ დროის გარკვეულ პერიოდში გვქონდეს ინფიცირების შენარჩუნება და კლება ამის შემდგომ. მიზანი არის, რომ სხვადასხვა ობიექტებზე მობილობა იყოს შემცირებული, სწორედ ამიტომ, იქნება ეს ტანსაცმელი, სხვადასხვა მსხვილი ტექნიკა, ავეჯი თუ მსგავსი პროდუქტი, არის შეზღუდული. ამან აზრთა სხვადასხვაობის გამოიწვია სოციალურ ქსელში, თითქოსდა, ეს საქართველოს მთავრობის ან საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ევროპის მასშტაბით – საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ასევე ამერიკაში არის მსგავსი შეზღუდვები დაწესებული. ეს ნიშნავს, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში, რომელმაც დააწესა გარკვეული შეზღუდვა, ვრცელდება სხვადასხვა პროდუქტებსა თუ ნივთებზე. მიზანი, კიდევ ერთხელ განვმარტავ, არის მობილობის შემცირება დროის გარკვეულ პერიოდში, რათა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს შენარჩუნებული და გადარჩენილი. მესმის, რომ ეს არის დისკომფორტის შემქმნელი ჩვენი მოქალაქეებისთვის და სწორედ ამიტომ არის შეზღუდვა და არა აკრძალვა. ეს ნიშნავს რომ, ჩვენ ცუდსა და უარესს შრის ვაკეთებთ არჩევანს და სხვა ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სადაც მათშორის ბრიტანეთმა დაამტკიცა სია, სადაც პროდუქტები არის უშუალოდ ჩამოთვლილი თუ რომელი პროდუქტის რეალიზება არის სხვადასხვა სასურსათო მაღაზიაში შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ გაცილებით მსუბუქი მიდგომები გვაქვს“, – განაცხადა ფერაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დაინფიცირებულია მედიკოსების 6,5%
შემდეგი სტატიამეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა