ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდა ელჩებთან ვიდეო-კონფერენცია გამართეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჭიჭინაძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროში, პროექტის – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” მონაწილეებთან გამართულ ვიდეო-კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების გამო შექმნილ ვითარებას და ამ კუთხით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის სტუდენტების, და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩვენი თანამემამულეების – დიასპორელების მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები უკანასკნელ პერიოდში, პანდემიასთან დაკავშირებით, მსოფლიოში შექმნილ ურთულესი მდგომარეობის თაობაზე.

ახალგაზრდა ელჩებმა ვიდეო-კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია იმ საკითხებისა და საჭიროებების შესახებ, რაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების გამო დიასპორის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი მათ თანატოლებს შეეხოთ.

პროექტის – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” გამარჯვებულმა აღნიშნეს, რომ სოციალური ქსელებისა და პირადი კონტაქტების საშუალებით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს აქტიურად აწვდიან ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ადგილსამყოფელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომებისა და ახალი რეგულაციების, მათ შორის ამ კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე უცხოეთში დროებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებასა და შესაბამისი ინფორმაციების მოძიებაში.

ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ მსოფლიოში შექმნილ ამ საგანგებო და ურთულეს ვითარებაში მნიშვნელოვანია აქტიურად იყოს გამოყენებული “ახალგაზრდა ელჩების” რესურსი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კომუნიკაციის და მათ საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირებისთვის.

ვიდეო-კონფერენციაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი.

ახალგაზრდა ელჩებს მიეცათ რეკომენდაციები და ინფორმაცია დიასპორის წარმომადგენელთა დახმარების მხრივ საქართველოში არსებული შესაძლებლობებისა და ქართული სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ.

ვიდეო-კონფერენციის მონაწილეებმა აუცილებლად მიიჩნიეს ახალგაზრდა ელჩების შესაძლებლობებისა და პოტენციალის სრულყოფილად გამოყენება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად. დასასრულს ისინი შეთანხმდნენ მომდევნო დღეების განმალობაში აქტიურ თანამშრომლობასა და ინფორმაციების ოპერატიულ გაზიარებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს შესაბამის ორგანოებს დროული რეაგირება მოახდინონ პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებზე და ეფექტურად დაეხმარონ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : ცნობილია კლასტერი, საიდანაც ბოლო 4 პაციენტი დაინფიცირდა