ბექა ოდიშარია – სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ცალკე პოლიტიკური ცურვა, ეს ემსახურება გარკვეულ სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს, ჩვენთვის ეს ტრაგედია არ იქნება

ქართველი ხალხის ევროპული გზის ლიდერი ამჟამად არის ირაკლი ღარიბაშვილი, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, ამ ტრიუმვირატმა და ზოგადად ჩვენი გუნდის ძალისხმევამ მოიტანა შედეგი და მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ რომ არ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ამასთან, ოდიშარიას თქმით, „სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ცალკე პოლიტიკური ცურვა“.

„სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ცალკე პოლიტიკური ცურვა, ეს რას ემსახურება? ბუნებრივია არ ემსახურება პირად და საოჯახო ინტერესებს, ეს ემსახურება გარკვეულ პოლიტიკურ სამომავლო გეგმებს, თუმცა მე არ ვუწყი ამის შესახებ, არ მაქვს ინფორმაცია. ჩვენთვის ეს ტრაგედია არ იქნება, ვისთან ერთადაც არ უნდა დადგეს, მაინც დამარცხდება „ქართულ ოცნებასთან“ და „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ გზას სტატუსის მინიჭების შემდეგ, რომელიც ძალიან მალე მიგვიყვანს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე“, – განაცხადა ოდიშარიამ.

banner
წინა სტატიაშიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციაზე დაკავებული 11 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაკობახიძე: ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა დემოკრატიულ პროცესებში და სწორედ ამას ემსახურება ის 5%-იანი ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი