ბექა ოდიშარია – ქალბატონი სალომე ცდილობს, რომ ნოყიერი, ამავე დროს შეფარული ნიადაგი შეუქმნას „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშისთვის

კოალიციური მმართველობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არის გამორიცხული. ჩვენ გვაქვს 60%-იანი რეიტინგი, რაში გვჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“ ან ერთხელ და სამუდამოდ რატომ უნდა დავიმარხოთ თავი ისე, როგორც ეს ადამიანები იმარხავენ თავს ნაციონალურ მოძრაობასთან მჭიდრო ურთიერთობით და თანამშრომლობით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შურისძიების სურვილით არის შეპყრობილი.

„სამწუხაროდ, ქალბატონი სალომე ცდილობს, რომ ნოყიერი, ამავე დროს შეფარული ნიადაგი შეუქმნას „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშისთვის. მათი ჩრდილოვანი კაბინეტი, მონსტრების კორპორაციაა უბრალოდ. ყველა, ვინც კი არის შურისძიებისთვის შეპყრობილი, ირჩევს იმ თანამდებობას, საიდანაც შურისძიება გაუადვილდება. არ ვიცი, ვინ იყრის კენჭს, რა კოალიციები შეიქმნება, რა პარტიები გაერთიანდება. ხალხის ძალასთან, რა თქმა უნდა, წარმოგვიდგენია, ცხადია ჩვენი პარტნიორები არიან. შეიძლება კიდევ ნორმალური ოპოზიციური პარტიები შემოვიდნენ“, – განაცხადა ოდიშარიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა – არ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ვინმესთან კოალიცია
შემდეგი სტატიასომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში -ფაშინიანი