ბექა ოდიშარია ექსპერტს ეკონომიკური განვითარების დარგში, სიდ ვაითს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ამერიკელ ექსპერტთან ეკონომიკური განვითარების დარგში, სიდ ვაითთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს შესაძლებლობები, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი დიასპორელების ბიზნეს აქტივობების ხელშეწყობისთვის.

„სიდ ვაითი იყო დიასპორული ეკონომიკური ფორუმების მონაწილე და მას არაერთი შეხვედრა ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, დონორ ორგანიზაციებთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბუნებრივია, დიასპორის მიმართულებით მომუშავე ადამიანისთვის ძალიან საინტერესო იყო ჩვენთან შეხვედრა. მან გაგვაცნო ინფორმაცია ლოს-ანჯელესში და კალიფორნიაში მცხოვრებ ქართველ დიასპორელებთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ განზრახული აწარმოონ ბიზნეს-აქტივობები როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე ურბანული მიმართულებით“,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებში დაიგეგმება შეხვედრა დიასპორის იმ წარმომადგენლებთან, ვისაც საქართველოში სხვადასხვა სფეროში ინვესტირება აქვთ გადაწყვეტილი.

banner
წინა სტატიაშინატო-სა და მოკავშირეების მიერ უზრუნველყოფილი ძლიერი მხარდაჭერა გვეხმარება, უზრუნველყოთ, რომ პუტინის სასტიკი აგრესია არ წახალისდეს და უკრაინამ გაიმარჯვოს – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატია„დნეპროპეტროვსკის ოლქში 20-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა“