ბექა ოდიშარია არის დღევანელი “ოცნების” სახე – ანა ბუჩუკური

ოპოზიციის წევრი, ანა ბუჩუკურის, თქმით, ოდიშარია დღევანდელი “ქართული ოცნების” სახეა, რომელმაც საზოგადოებას თავი იმითაც დაამახსოვრა, რომ გადამწყვეტი ბრძოლის დროს ის “ნაცმოძრაობას” აფინანსებდა.

“ყველანი ქალები ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენგანში ენით აღუწერელი ბრაზი გამოიწვია ბექა ოდიშარიას და ვახტანგ მეგრელიშვილის აბსოლუტურად უღირსმა, “უღირსიც” ის სიტყვა არ არის, ამ სიტყვას ვერ მოვძებნი, რა სიტყვა შეიძლება მიუსადაგო ან ერთის, ან მეორეს ქცევას. კოლექტიური ბექა ოდიშარიების არსებობა ხელისუფლებაში, პრინციპში, ცუდი საერთოდ არ არის, იმიტომ, რომ ბექა ოდიშარია არის დღევანელი “ოცნების” სახე. არა მარტო იმ უღირსი საქციელის გამო, რაც ჩვენ ვიხილეთ ქალების წინააღმდეგ, არამედ, მაგალითად, იმის გამო, რომ ბექა ოდიშარია არის ადამიანი, რომელიც გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლის დროს აფინანსებდა ნაცმოძრაობას, – ამბობს პარტია ” საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნებისთვის“ საქართველო ბოსტანია და საძოვარია, ამიტომ ბევრი ევროპა არ უნდა – პაატა მანჯგალაძე
შემდეგი სტატიაგოჩა ქიმაძის ძმების საქმიანობა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონს ეწინააღმდეგება – “საერთაშორისო გამჭვირვალობა” (TI)