ბექა ნაცვლიშვილი : სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ჰგავს წინასაარჩევნოდ გამიზნულ სოციალურ დახმარებას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს.

ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ნაცვლიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი პროგრამა ჰგავს მხოლოდ წინასაარჩევნოდ გამიზნულ სოციალურ დახმარებას, რომელიც ქართული სოფლის მეურნეობისთვის არაფერს არ მოიტანს.

“მთავრობამ დააგვიანა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის წარმოდგენა. მთავრობამ სამწუხაროდ არ გამოიყენა მსოფლიოში შექმნილი ვითარება, როდესაც ბუნებრივად იქმნება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე დეფიციტი.

წარმოდგენილი პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ ჰგავს წინასაარჩევნოდ გამიზნულ სოციალურ დახმარებას,” – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: კომიტეტის თავმჯდომარეებს გთხოვთ შემდეგი სხდომებისთვის მოამზადოთ ყველა ის კანონპროექტი, რომელმაც შეიძლება სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყოს ხელი
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : შეზღუდვების მოხსნა უნდა მოხდეს ძალიან რაციონალურად, რათა სადმე არ გამოვიწვიოთ ეპიდსიტუაციის გაუარესება