პრემიერის წარმომადგენელი ტურიზმის სფეროსთან შეხვედრის შემდეგ – იქ სადაც შესაძლებელია სწრაფად და ეფექტიანად კონკრეტული შედეგების მიღწევა და პრობლემის გადაჭრა მთავრობის მხრიდან, ჩვენ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ

ბიზნესსექტორიდან წამოსულ თითოეულ ინიციატივაზე, იდეასა თუ პრობლემაზე, მთავრობის მხრიდან მოხდება უკუკავშირი და იქ, სადაც შესაძლებელია სწრაფად და ეფექტიანად კონკრეტული შედეგების მიღწევა და პრობლემის გადაჭრა, ჩვენ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია ‘’იმედის’’ ეთერში ისაუბრა.

მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, იქ, სადაც საჭიროა პრობლემის კომპლექსურობიდან გამომდინარე დამატებითი რესურსები, მთავრობა ბიზნესს შეუქმნის ობიექტურ მოლოდინს და ერთობლივად დაიწყება აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა. ბექა ლილუაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორში სახელმწიფოს როლზე და განაცხადა, რომ ის მოთამაშეებისთვის ჯანსაღი და სწორი ჩარჩოს შექმნით შემოიფარგლება, რათა ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა.

„პირველი ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ნაკისრი ვალდებულებები, მაგალითად ასოცირების ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრული გვაქვს გარკვეული რეგულაციები, რომ ინსტიტუციური განვითარების დონით ჩვენ დავუახლოვდეთ ევროკავშირის ბაზრის კონიუნქტურას. მეორეს მხრივ, ამის საპირწონედ გვაქვს წყარო, ბიზნესიდან წამოსული ინიციატივები, როგორც წესი, ძირითადად ბიუროკრატიის მაქსიმალურად შემცირებაზე ორიენტირებული. ამ ორ დღის წესრიგში გვიწევს თამაშის წესების შემუშავება. როდესაც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, სწორედ გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად კონსესუსზე დაფუძნებულად მოხდეს ამ ორ დღის წესრიგს შორის ბალანსის პოვნა. როდესაც ვამბობთ, რომ არცერთი ინიციატივა არ განხორციელდება, მათ შორის რეგულაციების კუთხით, ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე, ვგულისხმობთ იმას, რომ სწრაფად და ეფექტიანად ვიპოვოთ ბალანსი ამ ორ დღის წესრიგს შორის. და მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი, სახელმწიფოს ინვესტიცია თითოეულ სექტორში, მაგალითად ტურიზმში. აქ არსებობს პროდუქტიულობის გარკვეული პოტენციალი, რომელიც სახელმწიფომ უნდა აითვისოს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი – პრემიერის განცხადებით, უნდა გაიზარდოს იმ პასუხისმგებელ პირთა წრე, რომელიც ორიენტირებულია ტურიზმის სექტორის განვითარებაზე
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი – მთის კურორტების განვითარების კუთხით იხარჯება მნიშვნელოვანი რესურსები, რაც გულისხმობს ბაკურიანში, დიდველზე სამი ახალი საბაგიროს მშენებლობას და გათოვლიანების სისტემის განვითარებას