ბექა ლილუაშვილი: ვერთიანდებით თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის

პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმში ახალი ოფისის პრეზენტაციაზე პარტიის პროგრამის ძირითად ასპექტებზეც გამახვილდა ყურადღება.

საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „საქართველოსთვის“, ბექა ლილუაშვილის თქმით, განხილული იყო ის ძირითადი საკითხები, რომელიც პარტიის პროგრამაშია ასახული. მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონულ პოლიტიკას, მცირე სოფლებსა და ამ სოფლების ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზეა გამახვილებული.

“პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა დღეს ქალაქ ბათუმში, ჩვენ გავხსენით რეგიონალური ოფისი და ამავდროულად პოლიტსაბჭოს პირველ სხდომაზე განვიხილეთ ის ცენტრალური საკითხები, რომლებიც ჩვენს საარჩვენო პროგრამაში იქნება წარმოდგენილი, განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით. ჩვენ ვერთიანდებით საქართველოს ეკონომიკისთვის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვერთიანდებით თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ამას სჭირდება პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელზედაც ჩვენ გვქონდა საუბარი დღეს… კონკრეტული ცენტრალური საკითხები, ანუ ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოდან, ასე ვთქვათ, რომელიც ღიაა და თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართულობით კიდევ უფრო განვითარდება, პროგრამას ვგულისხმობ, მოიაზრებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის, პირველ რიგში, ჩვენი მთავარი ეკონომიკური მიზანი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხდება ქვეყნის ეკონომიკის 2-2.5-ჯერ ზრდა, რაც საბოლოო ჯამში საშუალო ევროპულ სტანდარტამდე მიიყვანს ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებს და მოგვცემს საშუალებას, გავერთიანდეთ და გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ეკონომიკური პარამეტრების თვალსაზრისითაც”

banner
წინა სტატიაშიბერდია სიჭინავა: ვაპირებთ შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან
შემდეგი სტატიამეუფე სპირიდონმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა