ბექა ლილუაშვილი – თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროზე ადრე გავხსნათ ეკონომიკის დარჩენილი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ

თუ ჩვენ მოგვცემს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იმის საშუალებას, რომ დროზე ადრე გავხსნათ ეკონომიკის დარჩენილი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ სხვა ეტაპების დაჩქარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მთავარი ამოსავალი წერტილი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

„საკმაოდ შესამჩნევი იყო კონკრეტული განცხადებები თარიღებთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდებოდა, თუ როგორ იცვლებოდა ეს კონკრეტული თარიღები ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თითოეულ ამ თარიღზე, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის არსებულ ეპიდემიოლოგიურ გარემოსთან“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ,,სვეტი” ოპოზიციონერი იყო მამაშენი და ამ ,,სვეტობას” მოჰყვა გადატრიალება და ათიათასობით ადამიანის სისხლი”
შემდეგი სტატიასაქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთის მიერ მკურნალობის მიზნით პაციენტების მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს